"რუსული ფეხბურთი ორმოში ჩავარდა და დეგრადირებას განაგრძობს" - "ზენიტის" ყოფილი მწვრთნელი და ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
"ზენიტის" ყოფილი მწვრთნელი, ჩეხი ვლასტიმილ პეტრჟელა და ამავე გუნდის ექსმცველი ალეკსანდრ კანიშევი იზოლაციის გამო რუსული ფეხბურთის მომავალს პესიმისტურად უყურებენ. აი, რა განუცხადეს მათ "РБ Спорт"-ს.

ვლასტიმილ პეტრჟელა: "როდესაც სამყაროში ასეთი ვითარებაა, "ზენიტსა" და სხვა რუსულ გუნდებზე საუბარი ძალიან ძნელია. რუსული ფეხბურთი სულ უფრო და უფრო უარეს მდგომარეობაში იქნება, დეგრადირებას გააგრძელებს.

რუსული ფეხბურთი მსოფლიოში არავის სჭირდება და არავის აინტერესებს. ჩეხეთში რუსეთს მხოლოდ აგინებენ".

ალეკსანდრ კანიშევი: "სამწუხარო სურათია, ამაში დამნაშავე მხოლოდ ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელები კი არა, არამედ ჩვენი
ფეხბურთის ხელმძღვანელობაა. ჩვენი ფეხბურთი ისედაც არ ბრწყინავდა, ახლა კი საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის გამო ორმოში ჩავარდა. ჩვენს დონეზე მოვხვდით (აზიურ გუნდებთან თამაშები იგულისხმა). იქაც არ შეგვიძლია თავის წარმოჩენა.

შემდეგ უარესი იქნება? რა თქმა უნდა. თუ შესაბამისი შეჯიბრებითი პროცესი არ იქნება. ფეხბურთელებმა უფრო მაღალ დონეზე უნდა ითამაშონ, ვიდრე რუსეთის ჩემპიონატია. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება შეუძლებელია. მთელი ჩვენი სპორტი ამ ისტორიაში მოხვდა. აქ კომენტარები ზედმეტია".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბოლო ბოლო მაინც ვერ ხვდებით და ვერასდროს ვერ მიხვდებით რა გჭირთ!?
ჩამორჩენილი მონგოლოიდური რასა ხართ დღეს მსოფლიოსათვის. გაიგეთ?!
პლეხანოვზე გაზრდილი
00:45 17-12-2022
3
იმედიმაქ რაგბიზე დაბალ დონემდე დაეცემიით
giorgi
00:08 17-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული