Globo-ს ინფორმაციით, ესენი ლუის ენრიკე, ზინედინ ზიდანი, თომას ტუხელი და მარსელო გალარდო არიან.
შეგახსენებთ, რომ "სელესაოს" დამრიგებლის პოსტი ტიტემ მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტებში მარცხის შემდეგ დატოვა.
ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე განაცხადა, რომ ახალ მწვრთნელს 2023 წლის იანვარში დანიშნავს.