"მე ბონდიში დავიბადე. თუ აქაური არ ხარ, სიმართლეს ძნელად თუ მიხვდები" - მბაპეს რთული ცხოვრება და გზა დიდ წარმატებამდე

AutoSharing Option
გთავაზობთ პატარა, ემოციურ ფრანგმენტს კილიან მბაპეს ცხოვრებიდან:

"მე ბონდიში დავიბადე, გარეუბანში, სადაც ხალხს ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ ოცნებები გააჩნია. ვფიქრობ, ჩვენ თავიდანვე ასეთები დავიბადეთ.

შესაძლოა იმიტომ, რომ ოცნება ძვირი არ ღირს. ფაქტობრივად, ის უფასოა. ჩვენი სამეზობლო მულტიკულტურულია, მრავალფეროვნების ნამდვილი სადნობი ქვაბია, სადაც თავს ფრანგული, აფრიკული, აზიური, არაბული კულტურები იყრის. საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ხალხი მუდამ ამ გარეუბნების ცუდ გავლენაზე საუბრობს, მაგრამ თუ აქაური არ ხარ, სიმართლეს ძნელად თუ მიხვდები. დანაშაული მსოფლიოს ყველა წერტილში ხდება, მაგრამ ხალხი ისე ლაპარაკობს, თითქოს
ყოველგვარი ავაზაკობა აქ წარმოიშვა. არადა, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, ჩემი უბნის მკვიდრი მოზარდები თუ როგორ ეხმარებოდნენ სასურსათო მაღაზიიდან ჩანთებით გამოსულ დიასახლისებს და სახლის კარამდე მიაცილებდნენ. თქვენ ვერასოდეს ნახავთ ჩვენი კულტურის ამ ნაწილს სატელევიზიო სიახლეებში. იქ მხოლოდ ცუდი შემთხვევების შესახებ გიყვებიან.

Sportall.Ge

არასდროს დამავიწყდება, როგორ ვიდექი სტადიონის გვირაბში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად და ავსტრალიასთან თამაშის დაწყებას ველოდი. ეს მუნდიალზე დებიუტის დღე იყო. უსმან დემბელეს გადავხედე და ვუთხარი:

"დაუჯერებელია, ბიჭი ნორმანდიიდან. და ბიჭი ბონდიდან. და დღეს ორივე მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობთ."

გავედი მოედანზე და უმალ ვიგრძენი, რომ ჩემ უკან 65 მილიონი ადამიანი იდგა. როცა საფრანგეთის ჰიმნი გავიგონე, ტირილი მომინდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაცნობიერება, რომ უმეტესი ჩვენგანი, ვისაც იმ ზაფხულს ხელთ მსოფლიო თასი გვეპყრა, გარეუბნებში გავიზარდეთ. სადნობ ქვაბებში, უბნებში, რომლებშიც ბევრი ენა გესმის. ამიტომ, მინდა მივმართო ბონდელ ბავშვებს, ბავშვებს ილ-დე-ფრანსიდან, გარეუბნების მკვიდრ პატარებს: ჩვენ საფრანგეთი ვართ!  ჩვენ შეშლილი მეოცნებეები ვართ და ძალიან გაგვიმართლა, რომ ოცნება ძვირი არ ღირს! რომ ფაქტობრივად, ის უფასოა."

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მაგარი ბუზღია და ბუტია ვინმე იქნება!
ლაშა
13:04 23-12-2022
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული