"რომაზე" ფოკუსირება სურს" - მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარება იუარა

AutoSharing Option
როგორც გაცნობეთ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მუნდიალზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იტალიური გამოცემები წერდნენ იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობა ჟოზე მოურინიოს შესთავაზეს, თუმცა Sky Italia-ს ცნობით, ჟოზემ ეს წინადადება უარყო, რადგან 59 წლის სპეციალისტს მხოლოდ "რომაზე" ფოკუსირება სურს.

მოურინიოს კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 2024 წელს ეწურება. "ჯალოროსი" სერია A-ს გათამაშებაში 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt

- მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარება იუარა" style="height: 50px; width: 50px;" />ჟოზე მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს

alt"ვინ არის მოთამაშე, რომელმაც დაგვაღალატა? არ გეტყვით, იანვარში ახალ გუნდს მოძებნის" - ჟოზე მოურინიო

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ერთგულება აბა მალკომი კონტრაქტის გასაფორმებლად მიდიოდა რომაში და აეროპორტიდან მობრუნდა და წავიდა ბარსელონაში როცა ბარსადან დაურეკეს და ბოლოს ამოყო თავი რუსეთში და ეხლა სად თამაშობს კაცმა არ იცის იგივე ქნა ვეინალდუმმაც და მაგიტო არიან ორივე ცუდ დღეში ეგ იცის ხარბობამ. ჟოზეს კი რესპექტ ჩემგან
ტოტტი
24 დეკემბერი 2022 21:12
0
გეთანხმები ბევრ რამეში,მაგრამ ახლა 60 წლის ასაკში თუ არა,როდის უნდა გაწვრთნას ჟოზემ პორტუგალიის ნაკრები?რომაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს პორტუგალია კი მისი სანშობლოა,ბრწყინვალე თაობით და პერსპექტივით.რომა კი ის გუნდია რომელიც 5 წელიწადში ერთხელ ან გადის ლიგაზე ან ვერ.სკუდეტოზე ლაპარაკიც ზედმეტია.
Master
25 დეკემბერი 2022 16:03
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული