უკრაინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ჟურნალისტი იგორ ბურბასი იტყობინება, რომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ალეკსანდრ პეტრაკოვს სერგეი რებროვი შეცვლის.

რებროვი "ალ-აინთან" თანამშრომლობას შეწყვეტს და უკრაინის ეროვნულ გუნდს მარტში ჩაიბარებს. კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. თუ ის ამჟამინდელი გუნდის დატოვებას ივნისამდე ვერ მოახერხებს, ნაკრების შეკრებას მისი სამწვრთნელო შტაბი ჩაატარებს.

პეტრაკოვი ასაკობრივ ნაკრებებში დაბრუნებას არ აპირებს და კარგი შეთავაზების მოლოდინშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული