ჟოაო ფელიქსის დამატება 3 ინგლისურ გუნდს შესთავაზეს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, ჟოაო ფელიქსის დამატება 3 ინგლისურ გუნდს: "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსისა" და "არსენალს" შესთავაზეს. ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სამივე მათგანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პორტუგალიელს "ინდიელთა" რიგებში თამაში აღარ სურს, თავად "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არაა, რადგან 23 წლის ფეხბურთელმა მასზე გაცემული იმედები ვერ გაამართლა.

ფელიქსი "ატლეტიკოს" 2019 წელს "ბენფიკადან" 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ჯამში ლა ლიგაში 94 მატჩი გამართა, თავი კი 24 გატანილი გოლითა და 14 საგოლე პასით გამოიჩინა.

ჟოაოს დამატება ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედს"
სურს, რადგან "წითელმა ეშმაკებმა" კოდი გაკპოს შეძენა ვერ მოახერხა, მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. რაც შეეხება "ჩელსის", "არისტოკრატები" რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, "არსენალი" კი უკრაინელი მიხაილო მუდრიკის ტრანსფერზე მუშაობს.

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოაო ფელიქსის შეძენას შეეცდება

altჟოაო ფელიქსი: როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, გამიკვირდა: "ნახე, 126 მილიონი ვღირვარ!"

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ატლეტიკო და სად ფელიქსი,თავის დროზე ცუდი არჩევანი გააკეთა.ან ატლეტიკო რას ელოდა მისგან...საერთოდ არაა კარგი დამცველი)))
რობი
11:11 29-12-2022
1

სიახლეები პოპულარული