"არგენტინელების აღნიშვნა? საერთოდ არ მაღელვებს" - მბაპემ მარტინესს უპასუხა

AutoSharing Option
28 დეკემბერს, ლიგა 1-ის მე-16 ტურში, "პარი სენ ჟერმენმა" "სტრასბურს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მე-14 წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გახსნა. მეორე ნახევარში ბრაზილიელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ავტოგოლიც მიითვალა. საბოლოოდ, 96-ე წუთზე, კილიან მბაპემ პენალტი გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და კომენტარი ემილიანო მარტინესის შესახებაც გააკეთა. მოგეხსენებათ, "ალბისელესტესა" და "ასტონ ვილას" მეკარემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ კილიანს რამდენჯერმე დასცინა, ბუენოს-აირესში გამარჯვების აღსანიშნავ ცერემონიალზე კი 24 წლის სუპერვარსკვლავის გამოსახულებიანი თოჯინით გამოჩნდა.

"მათი აღნიშვნა მატჩის შემდეგ?
- ეს ჩემი პრობლემა არ არის, ენერგიას ასეთ უაზრო ქმედებებზე არ ვხარჯავ. ლეოს დაბრუნებას მოუთმენლად ველით. ფინალის შემდეგ მესის გავესაუბრე, გამარჯვება მივულოცე, რადგან მუნდიალის ტიტულის მოგება დიდი ხნის განმავლობაში მისი მთავარი მიზანი იყო". 

შეგახსენებთ, პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 44 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

altთევზის გამყიდველის ვაჟის სიღარიბეში გატარებული ბავშვობა და ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად - ემილიანო მარტინესის ცხოვრება

altპსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელისგან 2 შვილი ჰყავს - მბაპეს ახალ მეგობარ გოგონაზე დამატებითი დეტალები გასაჯაროვდა

altმბაპეს 3 მოთხოვნა აქვს - რა შემთხვევაში დარჩება ახალგაზრდა ვარსკვლავი პსჟ-ში

მკითხველის კომენტარები / 4 /
კილიან! ჩვენც არ გვაღელვებს, შენი გამოსახულებიანი თოჯინები, ისე რომ ბარი-ბარში ვართ.
ლაშა
13:36 29-12-2022
5
ძალიან კარგი,მარტინესისნაირებს მასე უნდა უპასუხო და არაფრად ჩააგდო,ახლა ვინ უფროა დამცირებული?!
ირაკლი
13:24 29-12-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული