წყაროს ცნობით, კატალონიელები მარჯვენა განაპირა მცველს ეძებენ, დი ლორენცო კი კანდიდატთა შორისაა.
"ბარსელონა" უპირველესად ტომას მუნიესა და ბენჟამინ პავარის დამატებას ეცდება, თუმცა მათი სატრანსფერო ფასი შედარებით მაღალია, ლა ლიგის რეგულაციები კი ესპანური კლუბებისთვის ასეთი ტრანსფერების განხორციელებას უფრო ართულებს. სიაში "ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც მოხვდა. იტალიელს ყველაფერი აქვს, შეტევაში კარგად ერთვება და დაცვაშიც საიმედოა, ტექნიკა, ხასიათი, გამოცდილება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სისტემას იდეალურად ერგება. ზაფხულში "ბარსა" მისი დამატებისთვის იბრძოლებს"
დი ლორენცო ნეაპოლელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს, შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. სპალეტის გუნდი მე-16 ტურის მატჩს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
"ნაპოლიმ" შეიძლება ლოსანოს პოზიციაზე "ბენფიკას" გარემარბი შეიძინოს