თავად 37 წლის ფეხბურთელი ამ ეტაპზე მადრიდის "რეალის" დატოვებას არ განიხილავს და ზაფხულამდე მოცდას ამჯობინებს. ხორვატს "ბლანკოსთან" მიმდინარე კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მოდრიჩის ხორვატიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საკლუბო სეზონს, გამოცდილმა ნახევარმცველმა 2022/23 წლების სეზონში ჯამში 19 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.
ლუკა მოდრიჩი: ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია
"მესი დიდებული მოთამაშეა, თუმცა ჩვენ მზად ვართ" - ლუკა მოდრიჩი