გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მაშინ, როდესაც პსჟ და "ნაპოლი" ფაბიან რუისისა და კეილორ ნავასის ტრანსფერებს განიხილავდნენ, იტალიელი ჟურნალისტის, ლუკა კერჩონეს ცნობით, მხარეებმა ვიქტორ ოსიმენზეც ისაუბრეს.
"ჯუნტოლის პარიზში მოგზაურობისას მოლაპარაკებები მხოლოდ რუისსა და ნავასის ტრანსფერებს არ ეხებოდა, საუბარი ოსიმენის შესახებაც შედგა. "პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე და ლუის კამპოსი ნიგერიელს ძალიან აფასებენ და მომავალ სეზონში
თავის მხრივ, "წითელი ეშმაკები" ახალ შემტევს ეძებს, ოსიმენს კი კლუბის ჰოლანდიელი დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს.
ვიქტორი "ნაპოლის" 2019 წელს, ფრანგული "ლილიდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ოსიმენი სხვადასხვა დროს "ვოლფსბურგისა" და "შარლერუას" ღირსებას იცავდა. ნიგერიელმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" რიგებში ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"რეალი" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება - "ნაპოლიმ" ფასი დაასახელა