"ალ ნასრის" მწვრთნელი: რონალდოსთან ერთად მესის შეძენაც გვსურდა

AutoSharing Option
"ალ ნასრის" მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას თქმით, არაბულ კლუბს კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ლიონელ მესის შეძენაც სურდა.

"რონალდო? ჩვენ ლიონელ მესის შეძენაც გვსურდა, მასთან მოლაპარაკება მსოფლიო ჩემპიონატის დროს პირადად ვცადე", - განაცხადა "ლილისა" და "რომას" ყოფილმა დამრიგებელმა.

უკანასკნელი ინფორმაციით, მესი "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, "ლა პულგა" პარიზელებთან 2-წლიან ხელშეკრულებას 1+1 სისტემით გააფორმებს. 

რაც შეეხება რონალდოს, პორტუგალიელი "ალ ნასრს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კრიშტიანომ არაბულ კლუბთან 2.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი წლიური ანაზღაურება 90 მილიონი ევრო იქნება, თუმცა ხელშეკრულებაში გაწერილი ბონუსების
მიხედვით, 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის ხელფასი დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიაღწევს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

altრონალდოს შემდეგ მოდრიჩიც - "ალ ნასრს" ლუკას შეძენაც სურს

alt"კარიერის დასრულება ფორმის პიკში მსურს, დუბაისა და კატარში თამაშს არ ვაპირებ" - რონალდოს 8 წლის წინანდელი ინტერვიუ

მკითხველის კომენტარები / 4 /
მესის შეეშვით! თვითონ იცის თავის საქმის! ბენზემა, ლევანდოვსკი, რამოსი და ბევრია რიგში...
გია
17:23 02-01-2023
9
ანუ მესი ჩამოწერილი ყავდათ უკვე ვსიო მორჩა შენი კარიერა ბიძიაო, და წამოდი რაღას აკეთებ ვიკატაოთ აქლემებზე და სირაქლემებზეო. მესიმ თქვე ს***ბოო, რა დროს აქლემებიაო, თქვენ თასი გამიმზადეთ დროზე და პლუტონზე წავედი ფლოსტებითო
Bidzia
00:51 04-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული