კრიშტიანო რონალდო: ევროპულ ფეხბურთში ჩემი დრო დასრულებულია

AutoSharing Option
"ალ ნასრის" ახალწვეულმა კრიშტიანო რონალდომ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელის თქმით, მისი დრო ევროპულ ფეხბურთში დასრულებულია.

"ვამაყობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ევროპულ ფეხბურთში ჩემი დრო დასრულდა, იქ ყველაფერს მივაღწიე. ახლა კი აზიაში ახალი გამოწვევა მელოდება.

უამრავი შემოთავაზება მივიღე - ევროპიდან, ბრაზილიიდან, ავსტრალიიდან, მათ შორის, აშშ-დანაც. თუმცა "ალ ნასრს" სიტყვა მივეცი.

ამაყი და ბედნიერი ვარ", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, კრიშტიანო "ალ ნასრს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბოლოს პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, თუმცა პირს მორგანთან
სკანდალური ინტერვიუს შემდეგ "მანკუნიანელთა" ხელმძღვანელობამ ფორვარდთან თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

alt"ალ ნასრის" მწვრთნელი: რონალდოსთან ერთად მესის შეძენაც გვსურდა

alt"მისი მაღალი ხელფასი? კრიშტიანოზე მეტს არავინ იმსახურებს" - ფერდინანდმა რონალდო დაიცვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
5 ოქროს ბურთი სერიოზული მიღწევაა.
გელა ნუგზარაშვილს ჯერ 4 აქვს.
გენა
10:45 04-01-2023
8
ტიპი თავის თავზე აფრენს, ისე უყვარს, გიჟდება საკუთარ თავზე:)))))
ზურა
21:53 03-01-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული