მას 2017 წელს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველად, ვიალი განიკურნა, თუმცა შემდეგ ავადმყოფობა დაბრუნდა, რომელიც უკვე ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალებით დასრულდა.
ვიალის უთამაშია "კრემონეზეში", "სამპდორიაში", "იუვენტუსსა" და "ჩელსიში". ის წარსულში "ჩელსის" დამრიგებელი იყო, ბოლოს კი იტალიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტი გახლდათ, ეს პოსტი კი 2022 წლის დეკემბერში დატოვა და უნდოდა, რომ მთელი დრო ჯანმრთელობისთვის დაეთმო.
90-იანი წლების ლეგენდა იყო ვიალი...