ვიალი: სიმსივნესთან ბრძოლას ვაგრძელებ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჯანლუკა ვიალიმ სიმსივნესთან ბრძოლაზე ისაუბრა.

"თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ გზა ბოლომდე გავლილი არ არის. არასასურველი სტუმარი, როგორც მე მას ვუწოდებ, ჯერ კიდევ ჩემთანაა. ჯერ კიდევ მჭირდება მკურნალობა. სიმსივნე ჯერ კიდევ იქაა. ხანდახან მეტად შესამჩნევია, ხანდახან - ნაკლებად.

ბრძოლას ვაგრძელებ, რადგან აქ ყოფნა დიდხანს მინდა. მსურს, კიდევ დიდხანს ამიტანოთ.

ძალას ოჯახი, მეგობრები და ყველა ის ადამიანი მმატებს, რომელთა დამსახურებით ეს ბრძოლისუნარიანობა გამაჩნია", - ციტირებს ვიალის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანმრთელობას გისურვებ ჩემი ბავშვობის ერთ_ერთო გამორჩეულო კუმირო!!!!
მეგრელი
02:47 23-12-2021
0

სიახლეები პოპულარული