ჯანლუკა ვიალი: ანტონიო კონტეს ერთი სული აქვს, როდის დატოვებს "ჩელსის"

AutoSharing Option
"ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი ჯანლუკა ვიალი თანამემამულე მწვრთნელის ანტონიო კონტეს შესახებ "დეილი მეილს" ესაუბრა:

"კონტეს ერთი სული აქვს, როდის დატოვებს გუნდს. ის ვერ იტანს, როდესაც მის გარეშე ყიდიან ან ყიდულობენ ფეხბურთელებს. ისე, სიმართლე გითხრათ, "არისტოკრატებს" უნდათ მენეჯერი უფრო მეტად მათი კაცი იყოს.

პსჟ-ში ან იტალიის ნაკრებში ანტონიოს შეუძლია რაიმე მნიშვნელოვანი მოიგოს. მას მთხოვნელების რიგი დაუდგება".

გადაყენების შემთხვევაში "ჩელსის" პრეზიდენტს რომან აბრამოვიჩს კონტესთვის 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასე რომ, იტალიელი სპეციალისტი ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიან პოზიციაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დატეულიყო სადაც იყო რას გარბოდა იტალიიდან, ნაკრებიც მსოფლიოზე ითამაშებდა წელს....
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული