26 წლის ფეხბურთელს მიუნხენელთა რიგებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, თავის მხრივ, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ხავი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პრიორიტეტად დაცვის ფლანგების გაძლიერებას მიიჩნევს.
პავარმა ამ სეზონში "ბაიერნის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, თავი კი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბენჟამინმა მონაწილეობა მხოლოდ 1 მატჩში მიიღო. საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან კონფლიქტის გამო, 26 წლის ფეხბურთელმა დარჩენილი მატჩები სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ბენჟამინ პავარი: "შტუტგარტმა" მაშინ მიყიდა, როცა "ლილში" ძირითადის ფეხბურთელიც კი არ ვიყავი