უკრაინაში სიკვდილი არ უნდა და აეროპორტში ცხოვრობს - რუსეთის პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელი სამხრეთ კორეაში გაიხიზნა

AutoSharing Option
ნალჩიკის "სპარტაკის" ყოფილ ნახევარმცველს, ჯაშარ ხუბიევს, უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღება არ უნდა და სამხრეთ კორეას თავშესაფარი სთხოვა.

31 წლის ხუბიევმა ნოემბერში დატოვა რუსეთი, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას თავი აარიდოს. მას სამხრეთ კორეაში თავშესაფარზე უარი უთხრეს და რუსეთის სხვა ოთხ მოქალაქესთან ერთად ქალაქ ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ცხოვრობს.

"ჩემი ორი ნაცნობი უკრაინაში დაიღუპა. მე ჯერ კიდევ შოკში ვარ. წესით, არმიაში ჩემი გამოძახების უფლება არ აქვთ, მაგრამ ნოემბერში სახლში მომაკითხეს და მითხრეს, რომ თუ
რამდენიმე დღეში სამხედრო კომისარიატში არ გამოვცხადდებოდი, დეზერტირად ჩამთვლიდნენ", - განუცხადა ხუბიევმა Korea Times-ს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და უკრაინული მხარის მტკიცებით, მას შემდეგ 111 170 ოკუპანტია ლიკვიდირებული.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა მიზეზით შეიძლება ქართველი, კაციჭამია პუტინს ემხრობოდეს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები წაგვართვა და თან ხალხი დაგვიხოცა.ან მოღალატის ჯიშისაა ან ტვინში სერიოზული პრობლემები აქვს.
ასეა ეს
13:46 10-01-2023
1
გარეჯი საქართველოა)))))))))))))))))))))))))
ფირუზა
07:53 10-01-2023
8

სიახლეები პოპულარული