საფეხბურთო მოედნებიდან უკრაინის ფრონტზე ნაბიჯით იარ! - პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა

AutoSharing Option
უკრაინაში რუსეთის არმიის დაწყებული ე.წ. სპეცოპერაცია ძალიან გაჭიანურდა, უკვე 210 დღეა მიმდინარეობს, თითქმის ყველა ფრონტზე წარუმატებლობას განიცდიან, უკან იხევენ და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული. მოკლედ, მოუმზადებელი ჯარისკაცები, ფაქტობრივად, საზარბაზნე ხორცად იქცევიან.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი მიიჩნევს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ლეგიონერები ქვეყანას არ დატოვებენ.

"არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელებს ჯარში გაიწვევენ? გირჩევთ, შოიგუს დაურეკოთ, ის ყველაფერს აგიხსნით, მე
რა ვიცი. თქვენ არ იცით და არც მე ვიცი, არავინ არ იცის. ისე კი, განკარგულება ნათლად განსაზღვრავს კრიტერიუმებს - ვინ შეიძლება იქნეს გაწვეული და როდის.

რაც შეეხება ლეგიონერებს, არ მგონია, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამო მათი მასობრივი წასვლა დაიწყება. ისინი არაფერმა არ უნდა შეაშინოს. საბრძოლო მოქმედებები არავითარ შემთხვევაში არ შეეხება იმ ქალაქებს, სადაც დღეს ჩვენი ლეგიონერები თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ არაფერი არ შეიცვლება და არავინ არსად არ წავა", - ციტირებს კოლოსკოვს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რუსებისკენ ნაღდად არა ვარ მაგრამ ყველა მიმართულებით წარუმატებლობას განიცდიანო რო წერენ ნახევარი უკრაინა რუსეთს უკავია ამ ომის შედეგად და ეს წარუმატებლობაა? ხალხს სწორი ინფორმაცია მიაწოდეთ და თქვენი შეხედულებისამებრ ნუ წერთ.რუსეთს ახლა ცოცხალი ძალის პრობლემა აქვს თორე იარაღი მაგათ კიდევ კარგა ხანს არ გამოელევათ.
ქომაგი
21:07 09-01-2023
2
მობილიზირებული სამხედროვალდებული კი არა, კანდიმიროვის და ტამანის ელიტ.დივიზიები განადგურდა თავისი საზღვაო დესანტით, კოლონიებიდან მიყავთ დიდი სასჯელიანი "ზეკები",რომლებსაც ხელში აძლევენ "კალაშს" და საინტერესოა ის იქიდან თავდაღწეული ტყუილად შეაკლავს "ხოხოლს"თავს? და კიდევ სავარაუდო 300 ათას მობილიზებულს ან რას ჩააცმევენ ან რას აჭმევენ? წვრთნაზე რო არაფერი ვთქვათ.ომი დასრულდება სევადტოპოლში ორგეტა დროდის აღმართვით. დიდება გმირებს.
დათო
13:47 22-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული