დე ლაურენტისმა ოსიმენის სატრანსფერო ფასი დაასახელა

AutoSharing Option
"ნაპოლი" ნიგერიელ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს მხოლოდ 140 მილიონის სანაცვლოდ შეელევა. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

"დე ლაურენტისი ფიქრობს, რომ ოსიმენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მასში ამხელა თანხის მოთხოვნა სრულიად ლოგიკურია. ნიგერიელი შეტევაში ბრწყინვალედ გამოიყურება. გარდა ამისა, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს გადაცემებით ამარაგებს." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ბოლო ცნობების მიხედვით, ოსიმენის მიმართ დაინტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ.

ნიგერიელმა ამ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 16 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით
გამოიჩინა. ვიქტორი "პარტენოპეის" 2020 წელს ფრანგული "ლილიდან" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

alt"რეალი" ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება - "ნაპოლიმ" ფასი დაასახელა

altვიქტორ ოსიმენის გზა ნაგავსაყრელიდან ვარსკვლავობამდე - წყლის გამყიდველი, მეოცნებე ბიჭუნას მძიმე ბავშვობისა და წარმატების ამბავი

მკითხველის კომენტარები / 1 /
მგონი 140 მილიონიც ცოტაა (იმის გათვალისწინებით რამხელა ფულებს ყრიან ოსიმენზე ცუდ ფეხბურთელებში) ოსი უმაგრესი ფეხბურთელია--ჯერ ერთი უბრალო მომენტი კი არა საერთოდ საგოლე მომენტიც შეუძლია გოლად აქციოს და ამაში ძალიან გავს ვან ვასტენს როგორი გოლი გაიტანა რომასთან ! და იმ გოლით ძალიან საჭირო 3 ქულა მოუპოვა ნაპოლის! მეორე - მარტო ცენტრალური თავდამსხმელი და გოლეადორი კი არაა მთელ მოედანზე უმაგრესად მუშაობს ბურთებზე იბრძვის და აქაც შეუძლია ჩვეულებრივ სიტუაციაში ბურთიც წაართვას მეტოქეს და ფლანგიდან ან საგოლე პასი გააკეთოს ან მეტოქეს ყვითელი-წითელი ბარათები აკიდოს სამპდორიასთან თამაშიც მაგან მოიგო ! თანაც ძალიან საჭირო მოგება იყო--ის თამაშიც რომ ვერ მოეგო ნაპოლის აი მაშინ კი შეიძლება მართლა დაწყებულიყო გუნდის კრიზისი და მშვიდობით სკუდეტოზე ოცნებავ(((
zura222
16:04 10-01-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული