სკალონი: მესის მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში შესაძლებელია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ლეო მესის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა არ გამორიცხა.

"ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ მის სურვილზე იქნება დამოკიდებული, იმაზე, იმ დროისთვის რამდენად იქნება ამისათვის მზად.

მესისთვის კარი მუდამ ღია იქნება. ის მოედანზე ბედნიერია და მისი თამაში ჩვენთვისაც კარგია", - თქვა სკალონიმ Radio Calvia-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული