მესიც საუდის არაბეთში რონალდოს კონკურენტად? - ლეოს სუპერკონტრაქტს სთავაზობენ

AutoSharing Option
ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალს" ლიონელ მესის დამატება სურს.

გუნდი მზადაა, არგენტინელ ვარსკვლავს სეზონურად 300 მილიონი ევრო გადაუხადოს.

"ალ-ჰილალი" საუდის არაბეთის ჩემპიონატში პირველობისთვის ბრძოლაში კრიშტიანო რონალდოს "ალ-ნასრის" მთავარი კონკურენტია.

მოგეხსენებათ, მესის ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ბოლო ინფორმაციით, ის პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მესი მშვენიერ ფორმაშია და მისი თამაშის ყურება ისეთივე დიდი სიამოვნებაა ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის (ჰეიტერებს არ ვგულისხმობ) როგორც ადრე. არაფრით არ არის იმაზე ნაკლები. რაც მაგალითად ხუთი წლის წინ იყო. ხოდა რა უნდა საუდის არაბეთში? კი ბატონო, მოუგებელი ტიტული აღარ დარჩა,მაგეამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? თამაშის დონეს რომ მოუკლებს , მაშინ წავა ევროპიდან.ახლა რატომ უნდა წავიდეს.რა სისულელეა.
არტ
14:24 20-01-2023
0
მთელი მსოფლიო ქარვასლად უნდა აქციონ
უშანგი
18:01 13-01-2023
0

სიახლეები პოპულარული