როდრიგოს რონალდოსთან შეხვედრისას ხელი აუკანკალდა - მომენტი, როდესაც შენს პირად გმირს ხვდები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 იანვარს, საუდის არაბეთში ესპანეთის თასის ფინალამდე მადრიდის "რეალის" გუნდს კრიშტიანო რონალდო ეწვია.

ფეხბურთელებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს, ტიკ-ტოკზე Risingballers-მა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკანკალებს ხელი როდრიგოს.

მოგეხსენებათ, ვინისიუსისა და როდრიგოსთვის მისაბაძი ფეხბურთელი სწორედ "ბლანკოსის" ყოფილი 7-იანია...

შეგახსენებთ, ესპანეთის თასის ფინალში "სამეფო გუნდი" "ბარსელონას" შეხვდება, მატჩი ხვალ, 15 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული