"ამ კლუბს სურს, მის წინაშე ყველამ ქედი მოიხაროს!" - უეფას პრეზიდენტი

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა მადრიდის "რეალი" სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. 

ფუნქციონერმა Apple+ პლატფორმაზე განთავსებულ დოკუმენტურ სერიალში, "ომი ფეხბურთისთვის" ისაუბრა. 

"საფეხბურთო სამყაროში ბევრი ზვიგენი ცურავს. სუპერლიგის იდეს შესახებ რომ გავიგე, უკვე მივხვდი ვინ იქნებოდა მის სათავეში. ის ხომ დიდი ხანი წუწუნებდა, ჩემი კლუბი პატარა კლუბების წინააღმდეგ თამაშობსო.

ისინი თავს ელიტურ კლუბად თვლიან, რომელმაც სხვა არავისზე უნდა იზრუნოს. მიაჩნიათ, იმდენად მნიშვნელოვნები არიან, რომ მათ წინაშე ყველამ ქედი უნდა მოიხაროს. რასაკვირველია, ფლორენტინო პერესსა და მადრიდის "რეალს" ვგულისხმობ," - თქვა ჩეფერინმა.

აღნიშნული სერიალი
4 სერიისგან შედგება. მასში 2021 წლის აპრილში განვითარებული მოვლენებია ასახული, როდესაც რამდენიმე ტოპ კლუბი ევროპის ახალი სუპერტურნირის შექმნის შესახებ შეთანხმდა, მაგრამ იდეა ვერ განახორციელეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერი და ყველაფერი..მაგრამ არც ის მომწონს რეალი ან ბაიერნი ყარაბაღში(თუნდაც დინამოს)რომ ეთამაშებიან,ასე ფეხბურთი წინ ვერ წავა.კლუბებშიც ისე უნდა იყოს როგორც ნაკრებებში,ყველამ თავისდარ ტურნირში ითამაშოს!
ლუკა
15:33 16-01-2023
1
ვერც პსჟ და ვერც სიტი ლიგას ვერსდროს ვერ მოიგებს!!! და ვერც ვერასდროს გახდებიან ისეთი დიდები როგორებიც ბარსა, რეალი, ბაიერნი, მანჩესტერი, მილანი, ლივერპული და აიაქსი არიან!!!
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული