"ამ კლუბს სურს, მის წინაშე ყველამ ქედი მოიხაროს!" - უეფას პრეზიდენტი

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა მადრიდის "რეალი" სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა. 

ფუნქციონერმა Apple+ პლატფორმაზე განთავსებულ დოკუმენტურ სერიალში, "ომი ფეხბურთისთვის" ისაუბრა. 

"საფეხბურთო სამყაროში ბევრი ზვიგენი ცურავს. სუპერლიგის იდეს შესახებ რომ გავიგე, უკვე მივხვდი ვინ იქნებოდა მის სათავეში. ის ხომ დიდი ხანი წუწუნებდა, ჩემი კლუბი პატარა კლუბების წინააღმდეგ თამაშობსო.

ისინი თავს ელიტურ კლუბად თვლიან, რომელმაც სხვა არავისზე უნდა იზრუნოს. მიაჩნიათ, იმდენად მნიშვნელოვნები არიან, რომ მათ წინაშე ყველამ ქედი უნდა მოიხაროს. რასაკვირველია, ფლორენტინო პერესსა და მადრიდის "რეალს" ვგულისხმობ," - თქვა ჩეფერინმა.

აღნიშნული სერიალი
4 სერიისგან შედგება. მასში 2021 წლის აპრილში განვითარებული მოვლენებია ასახული, როდესაც რამდენიმე ტოპ კლუბი ევროპის ახალი სუპერტურნირის შექმნის შესახებ შეთანხმდა, მაგრამ იდეა ვერ განახორციელეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერი და ყველაფერი..მაგრამ არც ის მომწონს რეალი ან ბაიერნი ყარაბაღში(თუნდაც დინამოს)რომ ეთამაშებიან,ასე ფეხბურთი წინ ვერ წავა.კლუბებშიც ისე უნდა იყოს როგორც ნაკრებებში,ყველამ თავისდარ ტურნირში ითამაშოს!
ლუკა
16 იანვარი 2023 15:33
1
ვერც პსჟ და ვერც სიტი ლიგას ვერსდროს ვერ მოიგებს!!! და ვერც ვერასდროს გახდებიან ისეთი დიდები როგორებიც ბარსა, რეალი, ბაიერნი, მანჩესტერი, მილანი, ლივერპული და აიაქსი არიან!!!
a a
15 იანვარი 2023 21:28
6
Სიტიმ მოიგო უკვე ხშირად უყურე ფეხბურთ მეგობრული რჩევაა
a aს
02 ოქტომბერი 2023 05:50
0
აბა ის არის კარგი სიტის, პსჟს და ეხლა უკვე ნიუკასლის უკან სახემწიფოები რო დგანან ამოუწურავი რესურსით? სიტიმ მარტო მცველებში მილიარდ ევრომდე დახარჯა დაარღვია ყველანაირი ფიერ ფლეი და სასჯელი რამოდენიმე მილიონი ევრო დაუწესეთ, უმოწყალოდ ხარჯავს ფულს პსჟც, მაგათთვის წესები და კანონები არ არსებობს?
ბარსა
15 იანვარი 2023 21:24
2
პერესი კი არ დაჩაგრეს, სისტემას ანგრევენ. ისეთ გუნდებს, როგორიცაა ბაიერნი, ბარსელონა, რეალი და ა.შ. ეს გუნდები ხალხს ეკუთვნის და პირადად არავის. შემოსავლები კი გუნდს სპორტული შედეგებით უნდა ჰქონდეს და არა ნავთობისა და გაზის გაყიდვით. სწორედ ეგ გადაუკეტავს პატარა გუნდებს საბოლოოდ ჟანგბადს და ვერასოდეს ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუ ვინმე შეიხი არ "შეისყიდის".
გიო
15 იანვარი 2023 21:09
0
აბა კაცო როგორ დაჩაქრეს არაბმა შეიხებმა პატიოსანი საწყალი პერესი.დდდდდდდდდდდდდდდდდ
გიოს
15 იანვარი 2023 20:40
2
სუპერლიფას არანაირად არ ვემხრობი, მაგრამ ამ ბინძურ ტყუილებს ჯობია სიმართლე ითქვას და რეალური მიზეზი გაირკვეს. ვერავინ გაბედავდა სერიოზულად ამ პროექტზე საუბარს, რომ არა "გუნდები სახელმწიფო "პსჟ"-ს "თამადობით" და ყველანაირი სპორტული და ფინანსური პრინციპის დარღვევა. ასე თუ გაგრძელდა, მალე აქლემებითაც ირბენენ ვიღაც-ვიღაცები სტადიონზე...
გიო
15 იანვარი 2023 19:04
1
ამან ეხლა გაიგო რომ ყველამ ქედი რომ უნდა მოიხადოს?
მეგრელი
15 იანვარი 2023 18:48
8
მერედა ვისი ბრალია ეს? ვისი და თქვენი უეფასი სამი ლიგა, რომ ჩაახუტედ ზედიზედ კაშაის და მისნაირების დახმარებით, შარან იყო და ვარმაც ვერ გიშველათ გადათელა ბენზემამ ორმეტრიანი დონარუმა ვერავინ დაინახა და აუვარდება თავში აბა რას იზამს, პუტინივითაა ეგენი მეტს დაუთმობ კიდე მეტი უნდა აბა რა გონიათ.
ეეე
15 იანვარი 2023 15:40
17
შენ ფეხბურთისგან ძალიან შორს ხარ, ისევ შენი სამზარეულოში და კარტოფილი შეწვი
ეეე-ს
15 იანვარი 2023 19:30
10
ვიღაცის წინააღმდეგ და ვიღაცის სასარგებლოდ სულ ცდებიან.მთავარია როგორ გამოიყენებ.აი შენ კი გეტყობა ბარსელონას გულშემატკივარი უნდა იყო
ობიექტურად
15 იანვარი 2023 19:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული