"ნაპოლის" რაღაც აკლია" - დელ პიერომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" (5:1) მატჩი შეაფასა. Sky Sports-თან ინტერვიუში იტალიელმა განაცხადა, რომ "ბებერი ქალბატონი" იტალიაში კვლავ პირველი გუნდია.

"ნაპოლიმ" დროთა განმავლობაში სახელოვანი სპეციალისტები გამოიცვალა: კარლო ანჩელოტი, ჯენარო გატუზო, რაფაელ ბენიტესი... გარკვეულ წარმატებას სამივე მათგანმა მიაღწია, თუმცა მათი მისამართით ყოველთვის უკმაყოფილება იყო, რადგან ქომაგები მეტს ითხოვდნენ. სპალეტის გუნდმა "იუვესთან" გამარჯვებით წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "პარტენოპეის" რაღაც აკლია.

მათთვის მთავარი გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იქნება. საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან ნეაპოლელები ორ ფრონტზე ბრძოლას.

"ნაპოლის"
თამაშების ყურება ნამდვილად სასიამოვნოა. ოსიმენს მუდამ გოლის გატანა სურს და მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.

არ ვფიქრობ, რომ ალეგრიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა, "ბიანკონერის" მისამართით ბევრი კითხვებია, მაგრამ ყოველ კვირას "პარტენოპეისთან" თამაში არ მოგვიწევს. როდესაც "ნაპოლი" კარგად თამაშობს, აუცილებლად ბევრ გოლს გაუშვებ.

სპალეტის გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვები, თუმცა ამ ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", "ბებერმა ქალბატონმა" ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს" - განაცხადა დელ პიერომ.

"ნაპოლი" 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდება.

"იუვენტუსი" 37 ქულით გათამაშებაში მე-3 ადგილს იკავებს. "ბიანკონერი" 20 იანვარს "მონცას" უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სკუდეტოსა და ნეაპოლის "ახალი მარადონობისაკენ"!..

altდატოვებს სპალეტი "ნაპოლის"? - დე ლაურენტისმა სასწრაფოდ მოლაპარაკება წამოიწყო

altარიგო საკი: "კვარას" გოლზე ისე დავიყვირე, ჩემს მეუღლეს შეეშინდა - "ნაპოლი" შოუა

მკითხველის კომენტარები / 23 /
დელ პიერო კარგი ფეხბურთელი იყო თავის დროზე მაგრამ ჩვენი ხვიჩინიო სულ სხვა დონეა, მაშინაც და ახლაც კარგად ბევრი თამაშობდა და თამაშობს მაგრამ დონე რასაც ჰქვია მხოლოდ ერთეულები არიან და მათ შორის ხვიჩაც გახლავთ!!!
ზაზა
21 იანვარი 2023 22:14
0
კვარა რომ ჩვენი იმედი და ჩვენი ოქროა ამაზე არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს თუმცა დელ პიეროსთან მარადონასთან ან თუნდაც მესხთან მისი შედარება ამ ეტაპზე ცოტა ცანცარობად და ფეხბურთის უცოდინარობად მიმაჩნია. Forzza Kvara Forzza Napoli !!!
Gio9
18 იანვარი 2023 01:08
0
GEO - შენ შემოგევლეო! მიშა მესხმა თავისი ცნობილი ფინტი პირველად საფრანგეთში თბილისის დინამოს გასტროლების დროს გააკეთა და იმ დროს იგი 21 წლის, ანუ ხვიჩა - კვარას ასაკის იყო! მიხვდი კაძახო რას ვჩივი?
ვაჟა მასწავლებელი
16 იანვარი 2023 23:52
0
ეჰ..ქართველნო)
მე ძალიან ვაფასებ ხვიჩას, ქართველობას, მე ძალიან მინდა რომ , ჩვენმა ქართველობამ მსოფლიო დაიმყაროს..)
თუ გინდათ ჯვარს მაცვით(თქვენ ეს ძალიან გიყვართ) მაგრამ, რა მოიგო ხვიჩამ? არაფერი! ექვს გუნდს გაუტანა! დაწყნარდით!!!
მესხიმ ისეთი რამ გაჩვენათ რომ ვერც კი დაგესიზმრებათ, არა და არსებობს მესხის ფინტი!
არსებობს ხვიჩას ფინტი? არა..
მოდით ერთი რამ ვქნათ, ხვიჩას ვუსურვოთ დი დი მოგებები, ქათველ ფეხბურთს თასებს.. და თუ ჩვენ არ გვაქს იმის პრეტენზიები, რომ გახვდეთ მსოფლიო ჩემპიონები და ა..შ..
მაშინ რა გინდათ? დავითს არ მოუგია ნახევრად დიდგორი!!
მოიცადეთ , იქნება დრო როდესაც შევძლებთ იმის თქმას, თუ როგორია ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის სამყაროში!
მე ძალიან მიყვარს ეს ბიჭი, და არა მარტო ხვიჩა..)
მაგრამ მოდით ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ისტორიაში და მერე ვაკრიტიკოთ დელ პიერო, არა და დელ პიერო ლეგენდაა , როგორც მესხი) ასე რომ დაწყნარდით!) დელ პიორამდე ბევრი რამ აკლია ხვიჩას..! ხვიჩა, იმუშავე, განვითარდი, და დიდ გუნდებს მოუგე,! დიდება შენთან და საქართველოსთან..
Geo
16 იანვარი 2023 22:20
6
ისე სამართლიანობა მოითხოვს აღინოშნოს, რომ ის რაც მესხმა ( ფინტი) გააკეთა, ის უკვე გარინჩას ჰქონდა გაკეთებული უფრო ადრე. ეს მერე ქართველებმა მივიწერეთ, სომხებივით)
დავით 67
12 აპრილი 2023 16:30
0
რას მიაც-მააცობ შენა თუ იცია ჰააა?
მიხო პაპა
17 იანვარი 2023 00:53
1
შენ თვითონ გაკლია რაღაც, თუნდაც ობიექტურობა.
რრრ
16 იანვარი 2023 19:53
2
დელ პიეროზე შენს დაწერილს ასე დავაკორექტირებდი: "შენ თვითონ გაკლია რაღაც, ალბათ ჭკუა"
რრრ-s
17 იანვარი 2023 00:01
3
ნაპოლის თუ რაღაც აკლია მაშინ იუვეს რამე გააჩნია?
ქომაგი
16 იანვარი 2023 19:51
2
კი გააჩნია და ეს მისი ტიტულებია
gio9
18 იანვარი 2023 01:18
1
ალე შე ძველო, ვერსაჩეების სიძე
Biankonero
16 იანვარი 2023 18:51
1
დელ პიეროს ცხოვრებაა იუვე და სხვანაირად ვერ დაწერდა.

რეალურად თუ შევხედავთ ნაპოლის რთული თამაშები არ აქვს მომდევნო 5 ტურში და კიდევ უფრო მაგრად მოიხოდებიან. ლიგაზე მთავარი ფავორიტი ყოველთვის რეალია, მაგრამ გუშინ ყველამ ვნახეთ ბარსამ რაც უყო. სიტისაც რთული ბრძოლები აქვს პრემიერლიგაში, ჩემპიონობაც უნდა გაუჭირდეს, არსენალი შეუჩერებელია. პსჟ-ც არ მგონია ძლიერი ნაპოლის დამმარცხებელი. აქედან გამომდინარე ნაპოლის ლიგაზეც დიდი შანსი ექნება, მთავარია ლიდერები რამვირებულები არ იყვნენ.
დათო
16 იანვარი 2023 18:30
0

ალბათ გულოსხმობს-ცენტრში კარგი-მყარი გამთამაშებელი ჭირდება,ან მყარი საყრდენი ნახევარმცველი...ვფიქრობ,კარგები ყავთ და ეს გამოჩნდება ჩემპიონთა ლიგაზე-ც,
მომავალში გუნდი კიდევ უფრო შეთამაშთება და კიდევ უფრო კარგ ფეხბურთს აჩვენებს!
შეიძლება ხვიჩა - გამთამაშებლად-აც გადმოიყვანოს-წინ ცენტრში გადაიყვანოს,მაგრამ ქართველ8ბას გვსურს გოლები გაიტანოს,რაც შეიძლება ბევრი და არა ასისტები არიგოს...
მისთვის მეტად უნდა აიღოს თავზე თამაში,

გასაგებია-სპალეტის გოლის გამტანად- ოსიმენი ყავს,ფლანგიფან გოლის შემქმნელად ხვიჩა...მაგრამ ხვიჩას გოლები-ც ძალიან გვინდა.
კახაბერი
16 იანვარი 2023 17:37
5
ამ მამაცხონებულის ნათქვამმა გამახსენა რუსი საფეხბურთო ფუნქციონერის კოლოსკოვის ნათქვამი: "მიხაილ მესხი ლუჩში კრაინი ნაპადაიუშჩი ვ მირე, ნო დლია მენია ლუჩში ეტო გალიმზიან ხუსაინოვ, კოტორიი ვიპოლნიაეტ ვსე ზადანიი ტრენერა" - ცნობილია, რომ ჰუსაინოვი სინაზე გაბმული ეზოს ძაღლივით დარბოდა წინ და უკან!
ვაჟა მასწავლებელი
16 იანვარი 2023 16:02
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული