"ატლეტიკო" ობლაკის შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დიდი ალბათობით, მადრიდის "ატლეტიკოს" 30 წლის მეკარე იან ობლაკი დატოვებს. სლოვენიელს ახალი გამოწვევების მიღება სურს და ძალების მოსინჯვას სხვა ჩემპიონატში გეგმავს.

Cadena COPE-ს ცნობით, "ინდიელები" ობლაკის შემცვლელად "ვალენსიას" კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს განიხილავენ.

"ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბევრისთვის მოულოდნელად, გასულ სეზონში "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, დღესდღეობით კი გატუზოს გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელია.

"მამარდამ" ოთხშაბათს ესპანეთის თასზე "რეალის" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, 4 ურთულესი დარტყმული მოიგერია და მაღალი ოსტატობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მიუხედავად "ატლეტიკოს" დაინტერესებისა, "როხიბლანკოს" 22 წლის
გოლკიპერის გადაბირება გაუჭირდება, რადგან მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. ქართველს "ვალენსიასთან" ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, ამიტომ "ღამურები" ჯერჯერობით მამარდაშვილის გაყიდვას არ იჩქარებენ" - წერს გამოცემა.

"ვალენსია" ლა ლიგის გათამაშებაში მე-12 ადგილს იკავებს. გატუზოს გუნდი მორიგ მატჩს 18 იანვარს, ესპანეთის თასზე "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

alt"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა - უცხოური პრესის ინფორმაცია

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

alt"ვალენსიას" გმირი ჯილდოს გარეშე დარჩა" - რას წერენ ესპანური გამოცემები "მამარდაზე"

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი ნამდვილად იმსახურებს ვალენსიაზე უკეთესს გუნდს.
KOSTAKURTA
17:08 16-01-2023
0
ნებისმიერ გუნდში შეუძლია პირველი მეკარე იყოს. ძალიან ძლიერი ბიჭია და გამოცდილებაც რომ დაუგროვდება მსოფლიოს ტოპ მეკარეებში შევა აუცილებლად. კარგი იქნებოდა ისეთ გუნდში გადასულიყო ლიგაზე ეთამაშა მომავალ სეზონში მაინც.
აკო
13:53 16-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული