სკანდალური ფეხბურთელი "შახტარში" დაბრუნდა

AutoSharing Option
მცველი იაროსლავ რაკიცკი "შახტარში" დაბრუნდა, რომლის ღირსებასაც 2006-19 წლებში იცავდა.

რაკიცკი 2019 წელს "ზენიტში" გადავიდა, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ზოგიერთმა მოღალატედაც  გამოაცხადა და უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთეს.

უკრაინაში ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ რაკიცკიმ "ზენიტი" დატოვა და "ადანა დემირსპორში" გადავიდა, ახლა კი დონეცკურ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.

მან განაცხადა, რომ 33 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისათვის იბრძოლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული