ელფიმ ეს წარმატება ლიონელ მესის მსგავსად აღნიშნა. მოგეხსენებათ, არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საწოლიდან მუნდიალის თასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. იგივე გააკეთა ელფიმ თავის ჯილდოსთან ერთად და ლეოს მსგავსად დაწერა - "დილა მშვიდობისა".
ინფორმაციისთვის, ევა თვლის, რომ კრიშტიანო რონალდო უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ლიონელ მესი, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებს ქომაგობდა და ფინალსაც დაესწრო.