კიევის "დინამოდან" გაიქცა? - წიტაიშვილის კონკურენტი "ჟირონამ" შეიძინა

AutoSharing Option
"ჟირონამ" კიევის "დინამოს" 25 წლის გარემარბი ვიკტორ ციგნკოვი 5 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა. უკრაინული კლუბი შემდეგი შესაძლო ტრანსფერიდან თანხის 50%-ს მიიღებს.

ციგანკოვი "დინამომ" 2021 წელს "ჟირონას" 10 მილიონად არ მიჰყიდა, ახლა კი, რადგან ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდებოდა, ორჯერ უფრო იაფად დაუთმო.

კატალონიური კლუბი City Football Group-ის ჯგუფის წევრია, რომელიც "მანჩესტერ სიტის" მფლობელიცაა. Transfermarkt-ის მიხედვით, ციგანკოვის ფასი 22 მილიონია. ის და გიორგი წიტაიშვილი ერთ პოზიციაზე თამაშობენ და ქართველის კონკურენტი იყო.

ჟურნალისტი იგორ ბურბასი იტყობინება, რომ ციგანკოვი
კატალონიაში აგენტმა პერე გვარდიოლამ დაახლოებით ერთი თვის წინ წაიყვანა. ის "ჟირონაში" თითქმის ყველა სატრანსფერო საკითხს წყვეტს, სახლი უქირავა, სავარჯიშოდ ყველა პირობა შეუქმნა. თავად ფეხბურთელი ბოლო მომენტამდე ორჭოფობდა, ვინაიდან უკეთეს კლუბში გადასვლა სურდა. წინადადებები მართლაც ჰქონდა, მაგრამ ისინი მასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე მხოლოდ ზაფხულში იყვნენ თანახმა. მოკლედ, ვიკტორს კიევში დაბრუნება იმიტომ არ უნდოდა, რომ "დინამო" თანამშრომლობის გახანგრძლივებას მოსთხოვდა და შეიძლება ტრანსფერი არ განხორციელებულიყო.

ua-football-ი წერდა, რომ ციგანკოვი "ჟირონაში" კი არ გადავიდა, არამედ "დინამოდან" გაიქცა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ნიშნავს გაიქცა? რაც აწყობდა ის გააკეთა, ყველა თავის ინტერესებზე ზრუნავს, ასეა ეს. ჟირონადან გადავა სადაც უნდა იქ, მითუმეტეს პეპ გვარდიოლას ძმა თუა მენეჯერი.
მეგრელი
22:23 17-01-2023
0
რაის მაგის კონკურენტი წიტაიშვილი იყო, ტიპი ლეხის ძირითადის ფეხბურთეკი ვერ გახდა.
ილია
20:18 17-01-2023
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული