
Il Matino-ს ცნობით, 27 წლის შემტევს "ვულვზის" გარემარბი ადამა ტრაორე შეცვლის.
ტრაორე "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში იჯარის წესით სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაშობდა, თუმცა კატალონიელთა თავკაცმა ხავი ერნანდესმა ესპანელის გამოსყიდვა არ მოისურვა.
რაც შეეხება ლოსანოს, მექსიკელი "ნაპოლის" 2019 წელს პსვ-დან შეუერთდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მისი დამატებით ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.