„ალ ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ ვარსკვლავების გუნდმა ამხანაგურ მატჩში პსჟ-ს უმასპინძლა და 4:5 დამარცხდა.
ერთმანეთს რონალდო და მესი დაუპირისპირდნენ. არგენტინელმა ანგარიში გახსნა, პორტუგალიელმა კი „ალ ნასრში“ გადასვლის შემდეგ საუდის არაბეთში პირველად იასპარეზა და დუბლი შეასრულა. ერთ ეპიზოდში ისინი გულთბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს. მათ ისევე, როგორც ნეიმარმა და მბაპემ, 62-ე წუთამდე ითამაშეს.
აღსანიშნავია, რომ ბერნარის გაძევების გამო სტუმრები 39-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ.
ერ-რიადი. „მეფე ჰაჰდის სახელობის სტადიონი“
ალ ნასრისა და ალ ჰილალის ვარსკვლავები - პსჟ 4:5
გოლები: 0:1 მესი (3), 1:1 რონალდო (34, პენ), 1:2 მარკინიოსი (43), 2:2 რონალდო (45+6), 2:3 რამოსი (53), 3:3 ჩან ხიუნ სუ (56), 3:4 მბაპე (60, პენ), 3:5 ეკიტიკე (78), 4:5 ტალისკა (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: ნეიმარი (45+1)
გაძევება: ბერნატი (39)
"ალ ნასრისა" და "ალ ჰილალის" ვარსკვლავები (სასტარტო): ალ-ოვაისი, ჩჟან ხენი, ალ-ბულაიჰი, ალ-განამი, აბდელჰამიდი, გუსტავო, კანო, კირილიო, მათეუს პერეირა, ტალისკა, რონალდო
პსჟ (სასტარტო): ნავასი, ჰაკიმი, მარკინიოსი, რამოსი, ბერნატი, რუისი, სოლერი, სანშეში, ნეიმარი, მესი, მბაპე