"პოლიტანო ეგოისტი მოთამაშეა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა შემტევი გააკრიტიკა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, იტალიის სუპერთასის მერვედფინალში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე სერია A-ს აუტსაიდერთან, "კრემონეზესთან", თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯენარო მონტუორიმ "პარტენოპეის" გარემარბი მატეო პოლიტანო გააკრიტიკა და 29 წლის შემტევს ეგოისტი უწოდა.

"როდესაც მოედანზე შევიდა, რამდენიმე წუთშივე შევცვლიდი და  უკან ვუხმობდი, რადგან ის ეგოისტი მოთამაშეა და გუნდისთვის არ  თამაშობს" - განაცხადა მონტუორიმ Tele A-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 21 იანვარს, სერია A-ს მე-19 ტურში, "სალერნიტანას" ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარას აკიდებული პენალტებს ისე აღნიშნავდა გეგონება მთელი დედამიწა მოატყუა და ისე შეაგდო
Soso
18:47 20-01-2023
3
100% მარტალია ეგეტი ეგოისტი იგროკი სერია A -ში არ არის მტელი მატჩის მანცილზე 20% ტუ მისცა ფასი სხვას 80% კი ტავის ტავზე ფიკრობს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული