5100 ევროზე მეტი თვეში - კრიშტიანო რონალდოს ვაკანსია აქვს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, ლეგენდარული კრიშტიანო რონალდო შეფ-მზარეულს ეძებს, რომელიც პორტუგალიაში, კვინტა და მარინას რეგიონში, მის სასახლეში დასაქმდება.

საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, საჭირო კანდიდატურა ვერ შეარჩიეს. მათი სურვილია, რომ შეფ-მზარეულმა შეძლოს სუშის, ტრადიციული პორტუგალიური კერძებისა და სხვა ქვეყნების კერძების მომზადება.

თუ საჭირო კანდიდატი მოინახა, კრიშტიანო მას ხელფასის სახით თვეში 5100 ევროზე მეტს გადაუხდის. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს და "ალ-ნასრის" წევრია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დღეში ალბათ ხო? :)
კრ7
20:55 21-01-2023
0
Magari wuwuraqi kofila
Temuri
08:40 21-01-2023
1

სიახლეები პოპულარული