5100 ევროზე მეტი თვეში - კრიშტიანო რონალდოს ვაკანსია აქვს

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, ლეგენდარული კრიშტიანო რონალდო შეფ-მზარეულს ეძებს, რომელიც პორტუგალიაში, კვინტა და მარინას რეგიონში, მის სასახლეში დასაქმდება.

საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, საჭირო კანდიდატურა ვერ შეარჩიეს. მათი სურვილია, რომ შეფ-მზარეულმა შეძლოს სუშის, ტრადიციული პორტუგალიური კერძებისა და სხვა ქვეყნების კერძების მომზადება.

თუ საჭირო კანდიდატი მოინახა, კრიშტიანო მას ხელფასის სახით თვეში 5100 ევროზე მეტს გადაუხდის. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს და "ალ-ნასრის" წევრია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
5 ათასი ევრო და მეტიც საქართველოში აქვთ ელიტარული რესტორნების შეფ მზარეულებს. კაი წუწურაქი ყოფილა
ლადო
20 იანვარი 2023 19:15
4
რა ჩემი ფეხებია 5000 ევრო ? რონალდოს შეფი ხარ თუ რესტორნის
ლშა_იუვენტინო
20 იანვარი 2023 16:59
2
მეხაშე არ უნდა ნეტავ?აბა ჰკითხეთ.
მარკი
20 იანვარი 2023 15:52
0
დავრეკე და მეხაშე ყოლიათ უკვე. ეძებენ ჩაქაფულის მცოდნეს))))
მეგრელი
20 იანვარი 2023 20:40
1
მივხმარებოდი ცოლს სამზარეულოში, ხო მეცოდინებოდა რაღაცა და გავიჩითებოდი, მაგრამ არა, არ გაძღა ჩემი მუცელი ხალხოოოოო, აბა დამაყარეთ ეხლა დისლაიქები ))))
მეგრელი
20 იანვარი 2023 16:38
8
ალბათ 51 000 იქნება
გიო
20 იანვარი 2023 22:49
0
დღეში ალბათ ხო? :)
კრ7
21 იანვარი 2023 20:55
0
Magari wuwuraqi kofila
Temuri
21 იანვარი 2023 08:40
1

სიახლეები პოპულარული