24 იანვარს უეფას ოფისში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც განიხილება რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფეხბურთის კავშირი ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეხვედრას რუსული მხარე დაესწრება.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს აკრძალული აქვთ ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მონაწილეობა. მათთან ევროპულმა გუნდებმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღებაზეც კი უარი განაცხადეს და ამ პერიოდში რუსეთის ეროვნული გუნდი მხოლოდ აზიურ ნაკრებებს შეხვდა - ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს.
უეფას ან ფიფას ვინ კითხავს რუსების დაბრუნებას. არავინ თუ არ ეთამაშა პროტესტის ნიშნად, მერე რას იზამენ?! გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ გუნდებს დაასანქცირებენ?! ცსკა და სპარტაკის გულისთვის :)
მანდ უფრო სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული, ევროპის არათანმიმდევრულ და უპრინციპო პოლიტიკაშუ რუსეთის მიმართ და პლუს ფიფას და უეფას კორუმპირებულობაში, ვიდრე იმაში, ხალხს შესცივდა თუ არა.
პ.ს. მაინც მგონია რომ ჯერ არ დააბრუნებენ. ამდენ “ნაგლობას” ვერ გაბედავენ