24 იანვარს უეფა რუსული ფეხბურთის "ამნისტიის" საკითხს განიხილავს?

AutoSharing Option
24 იანვარს უეფას ოფისში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც განიხილება რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფეხბურთის კავშირი ავრცელებს და ირწმუნება, რომ შეხვედრას რუსული მხარე დაესწრება.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს აკრძალული აქვთ ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე მონაწილეობა. მათთან ევროპულმა გუნდებმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღებაზეც კი უარი განაცხადეს და ამ პერიოდში რუსეთის ეროვნული გუნდი მხოლოდ აზიურ ნაკრებებს შეხვდა - ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფიფა და უეფა,ყელამდეა ჩამხრჩვალი კორუფციაში და საკმაოდ ბევრი,რუსეთისგანაც აქვთ აღებული,ამიტომ ცდილობენ მოსინჯონ ხალხის რეაქცია.კუზიანს,ზოგჯერ სამარეც ვერ ასწორებს და არც მაგათი სული გასწორდება,მაგრამ ევროპა მეტ ნაკლებად უკვე შეეგუა რუსეთის სანქციების გამო მიღებულ დისკომფორტს და არა მგონია,მათ ამის გაკეთება დაანებოს.
სოსო
22 იანვარი 2023 17:01
1
არავითარ შემთხვევაში. ოკუპანტების დაბრუნება საფეხბურთო სამყაროში ნიშნავს წაგებულ ომს.
ირაკლი
22 იანვარი 2023 15:34
3
ბახმუტი ვერ აგიღიათ თქვე უბედურებო 1 წელია რა წაგებაზე ლაპარაკობ.
მეგრელი
23 იანვარი 2023 00:43
1
ომი ისედაც წააგეთ, ვერანაირი იარაღი და ფული ვერ გიშველით
პროგრესული ქართველი
22 იანვარი 2023 18:47
3
არავითარი დაბრუნება. ოკუპანტებმა სთხოვეს განეხილა უეფას მათი საკითხი და მათაც ამ განხილვაზე უთხრეს თანხმობა. ვის როგორ წარმოუდგენია მათან მატჩის ჩატარება, როცა ბულგარეთის კლუბმა თურქეთში დანიშნული ამხანაგური თამაში გააუქმა მათან წინასწარ დაგეგმილი, გულშემატკივართა პროტესტით. მგონი ჯერ აზრზე არც არიან რუსები, უეფამ რომც დართას ნება და ყველგან მაგათ ელოდებოდნენ სათამაშოდ მათ შორის ბულგარეთშიც, ცა დაკეტილი აქვთ რუსულ თვითფრინავებს მთელ ევროპაში. უეფა ევროპის საფეხბურთო კავშირია, ევროპული ღირებულების წესების გამტარებელიც და არა მონღოლურ ურდოს ბოროტება, რომელიც არაფრად აგდებს საერთაშორისო წესებს. ევროპას ემუქრებიან ბირთვული იარაღით წაგშლითო და ევროპელებთან ერთად ყოფნა უნდათ? როდის ტყუან როცა უეფაში ევროპასთან უნდათ განვითარება თუ როცა ბირთვული იარაღით წაშლიან? ორივეში ტყუიან, რადგან სულ სიცრუეში ცხოვრობენ თვითონ და აცხოვრებენ ხალხს. დასავლეთს ვერასოდეს წაშლიან და თვითონ კი ვეღარ განვითარდებიან, ისე რისი შანსიც ზუსტად დასავლეთმა მისცა 90-იანების დასასრულიდან 2022 მდე.
G.LA
22 იანვარი 2023 13:47
5
შეცივდათ ჯიგრებს? )))
დინამოელი
22 იანვარი 2023 10:50
18
კი, ცივათ. ის კი არა, ნადეჟდა ტვ-მ, ჭამონ თუ გათბნენ, იმის დილემის წინაშე არიანო. საქართველოში მორბიან გერმანელები-სამუშაოს საძებნად. იქაური ხელფასი არ ჰყოფნით.
უეფას ან ფიფას ვინ კითხავს რუსების დაბრუნებას. არავინ თუ არ ეთამაშა პროტესტის ნიშნად, მერე რას იზამენ?! გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ გუნდებს დაასანქცირებენ?! ცსკა და სპარტაკის გულისთვის :)
ციციკორე
22 იანვარი 2023 15:11
1
გერმანიიდან შემიძლია დაგიდასტურო რომ გაზი გრაფიკით მოგვწეოდება, ღამე 10-12 საათზე თიშავენ კორპუსებში, დილის 6 საათამდე. თუმცა მსგავსა დაზოგვამ საშუალება მისცა ქვეყანას რომ უპრობლემოდ გადაეგორებინა ზამთარი. მოსახლეობას არ აქვს დისკომფორტი და უმრავლესობას შეგნებული აქვს რომ უკრაინელები უარეს დღეში არიან და უნდა მოითმინონ. დაიწერა რომ ზამთარი პრაქრიკულად გადაგორებულია და მომავალ ზამთრსაც რეზერვის პრობლემა არ იარსებებს.

მანდ უფრო სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული, ევროპის არათანმიმდევრულ და უპრინციპო პოლიტიკაშუ რუსეთის მიმართ და პლუს ფიფას და უეფას კორუმპირებულობაში, ვიდრე იმაში, ხალხს შესცივდა თუ არა.

პ.ს. მაინც მგონია რომ ჯერ არ დააბრუნებენ. ამდენ “ნაგლობას” ვერ გაბედავენ
არა არ გვცივა
22 იანვარი 2023 13:07
2

სიახლეები პოპულარული