მოსკოვის "სპარტაკი" მოსამზადებელ შეკრებაზე დუბაიში იმყოფება. 22 იანვარს რუსული გუნდი ამხანაგურ მატჩში უზბეკურ AGMK-ს დაუპირისპირდა და 3:1 სძლია. როგორც კლუბის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, მატჩს მოსკოველთა ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დაესწრო.
"მადლობა ვიზიტისთვის, ჯანო!", - ვკითხულობთ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ბუცები ლურსმანზე 2022 წლის აპრილში ჩამოკიდა. ის "სპარტაკის" წევრად 2009/19 წლებში ითვლებოდა.
არც ისე მარტივი გასაკეთებელი იქნებოდა, თან იმ ასაკში, მაგრამ გაუძლო ცდუნებას და საქართველოს ნაკრები არჩია, რის გამოც, ჩემი აზრით, ბევრი დაკარგა ( მთლად იმდენი ვერა რამდენიც მიშა ფოცხვერიამ, მარა კარიერა გაიფუჭა საერთო ჯამში ). ამიტომ ჯანოზე ცუდს ვერ ვიტყვი.