ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]

AutoSharing Option
"გალათასარაის" ფორვარდი მაურო იკარდი თვლის, რომ მის ყოფილ მეუღლე ვანდა ნარას ურთიერთობა "ინტერში" მის ყოფილ თანაგუნდელთან და ამჟამად მოსკოვის "სპარტაკის" წევრ ბალდე კეიტასთან აქვს.

ესპანური As-ის ჟურნალისტის, ხორდი მარტინის თქმით, ვანდა დუბაიში კეიტასთან გაფრინდა, სადაც სენეგალელი რუსულ გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფება.

ამავე წყაროს ცნობით, როდესაც იკარდიმ ამ ამბის შესახებ გაიგო, მაშინვე ეს ინფორმაცია კეიტას მეუღლეს შეატყობინა. აღსანიშნავია, რომ წყვილი მხოლო 8 თვეა, რაც დაქორწინებულია.

სოციალურ ქსელში თავის ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად გამოაქვეყნა ჟერარდ პიკემ.

ამით "ბარსელონას" ყოფილმა
მცველმა დაადასტურა, რომ კლარა ჩია მარტისთან ურთიერთობა მართლაც აქვს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლამაზი გოგოა მაგრამ მაგი ბო...ი იქნება პიკე ათრევს თუ დეპოს მუშა სულ ერთია(ნუ ნაზასავები მაინც იქნება)
Levani
01:30 27-01-2023
4
ვანდა მოსკოვის სპარტაკამდე დაეცა?! ეჰ, ვანდა, ვანდა. მაგას ისევ ჩვენი დინამოები ან საბურთალო არ სჯობდა? რა ბიჭები გვყავს რომ იცოდე...
მასტერ სპორტა
01:08 27-01-2023
0

სიახლეები პოპულარული