აგუერო - იბრაჰიმოვიჩს: გშურს, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს აზრით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს შურს, რომ ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ადრე იბრაჰიმოვიჩმა არგენტინის ნაკრები გააკრიტიკა: "მესი ემახსოვრებათ, ისინი კი, რომლებიც ცუდად მოიქცნენ, მსოფლიო ჩემპიონატს ვეღარ მოიგებენ".

"ძალიან შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვეღარ გავხდებით. არგენტინის ნაცვლად შენს ქვეყანაზე იდარდე, რომელმაც ბოლო მუნდიალზე მონაწილეობაც ვერ მიიღო.

შეიძლება შენ გაღიზიანებს, რომ მესიმ გაიმარჯვა. შესაძლოა, შენთვის ძნელია აღიარო, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

მე ნაკრებთან ერთად ვიყავი და მის ნაწილად ვგრძნობ თავს. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ,
ხოლო შენ თავის მოკვლა გინდა.

მოთამაშეებმა, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, თასი აღმართეს. ჰა-ჰა!", - ციტირებს აგუეროს "ოლე".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრეა. ღირსეულად უნდა მოიქცე, გინდა მოიგო, გინდაც წააგო.
ეგრეა
09:56 27-01-2023
0
Kun sheeshvi smas
L.J .
22:58 26-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული