"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი შეარჩია" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით ზაფხულში გუნდს დატოვებს. ნიგერიელის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიო მანდარინის თქმით, "ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელად "უდინეზეს" შემტევს ბეტოს დაიმატებს.

"იმ შემთხვევაში, თუ ოსიმენი გუნდს დატოვებს, "ნაპოლი" მხოლოდ რასპადორითა და სიმეონეთი არ დაკმაყოფილდება და მის შემცვლელს დაიმატებს, ისინი "უდინეზედან" ბეტოს დამატებას ეცდებიან" - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.

ბეტომ მიმდინარე სეზონში "უდინეზეს" მაისურით გამართულ 19 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altდი მარციო: "მანჩესტერს" ოსიმენში მინიმუმ 120

მილიონის გადახდა მოუწევს

alt"კვარაცხელია ოსიმენზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა ჟურნალიტმა და ყველაფერი განმარტა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩა გოჩას დააშორა ვენეციელმა და ოსიმენს დიდ ხანს ვინ შეარჩენს ნეაპოლურ დუეტში? სამწუხაროდ, ისტორია მეორდება
დინამოელი
08:47 29-01-2023
1
ამ ეტაპზე მემგონო ყველა ვთანხმდებით იმაზე რო კვარა მინიმუმ ზაფხულამდე უნდა გაჩერდეს ნაპოლიში... ოსიმენი და კვარას ხილვა განსაკუთრებით მაგარი სანახავი იქნებოდა ინგლისში ან ესპანეთში, სიტი დიდი ალბათობით ჰალამდს კაი ხანი ვერ შეელება, მე ვფიწრობ ლივერპულში ჩელსიში ან არსენალში საინტერესო იქნებოდა ამ დუეტის ხილვა, ასევე რეალი ბარსა ატლეტიკოში... მაგრამ მოდით ნუ ვიჩქარებთ, იქნენ სერია ა- ს და ლიგასაც იგებს წელს ნაპოლი ... წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭს ყველგან და ყოველთვის
ილიავარ...
23:38 28-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული