ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"ლიონელ მესი უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ მისნაირი სხვაც არსებობს", - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ მესის 7 "ოქროს ბურთი" აქვს მოპოვებული და მას პსჟ-სთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესის ფეხბურთის თამაშის სტილი, მაინც სულ სხვაა! მაგარი ფეხბურთელია და დამსახურებულადაც მოიგო, თავის გუნდთან ერთად მს. თასი! და, მე მგონი, მერვე ოქროს ბურთიც ელოდება!
.fani.
14:35 31-01-2023
0
სულ რომ არაფერი ჰქონდეს მესის მოგებული, მის თამაშს რომ შეხედავ, შეადარებ რონალდოსას და კითხვასაც კი დასვამ თუ რომელი სჯობია, ესთეტიკასთან, ხელოვნებასთან, ფეხბურთთან არაფერი გაკავშირებს.
odala
13:32 31-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული