ჟელინსკიმ ხელფასის შემცირება იუარა - "ნაპოლიმ" მისი შემცვლელი შეარჩია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ნაპოლის" დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პოლონელს ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა ანაზღაურების შემცირებას სთხოვდა, რაზეც 28 წლის ფეხბურთელმა უარი განაცხადა. ჟელინსკის "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება.

"პარტენოპეი" მის შემცვლელად "უდინეზეს" ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩის დამატებას განიხილავს. გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altჟელინსკი "ნაპოლიში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დარჩება - დე ლაურენტისის ულტიმატუმი პოლონელს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნეტა მე ვიყო ნაპოლის მეპატრონე, ჟელინსკის ადგილზე ჩაკვე ითამაშებდა იდეალურად. ჩაკვე კვარა ოსიმენი, ეს სამი დედამიწის ნაკრებს მოუგებდა.
გიორგი
13:31 01-02-2023
1
ჩაკვეტაძე დახატავდა მის ადგილას
david
11:07 01-02-2023
0

სიახლეები პოპულარული