"ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი სერია A-ში? - კასანომ რჩეული დაასახელა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში სერია A-ს მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა და "ატალანტას" მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი გამოარჩია.

"ვინ არის საუკეთესო სერია A-ში? რა თქმა უნდა, ლუჩანო სპალეტი უძლიერესი სპეციალისტია, "რომასთან" მატჩში მან ორივე ცვლილება გამოიცნო და ჯოვანი სიმეონემ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

თუმცა ჩემთვის საუკეთესო ჯანპიერო გასპერინია. უკვე 6 წელია, რაც "ატალანტაში" მუშაობს, ბერგამოელები კი შემადგენლობას ყოველწლიურად აახლებენ. მიუხედავად ამისა, ყოველთვის კარგ შედეგებს აფიქსირებს.

მაგალითად, ლუკმენი, რომელიც "ატალანტამ" "ლაიფციგიდან" დაიმატა. გასულ სეზონში ის ბუნდესლიგაში არც ისე წარმატებული იყო,
სერია A-ში კი მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ეს გასპერინის დამსახურებაა. თუ ბერგამოელებმა ასე გააგრძელეს, მე მათ ვუგულშემატკივრებ" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ატალანტა" 38 ქულით მე-4 ადგილზეა.

altვფიქრობ, მალე "ნაპოლის" დატოვებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა" - ანტონიო კასანო კვლავ ხვიჩაზე საუბრობს

alt"მის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის" - ანტონიო კასანო ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული