"იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას" - ფრაგმენტი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან

AutoSharing Option
"ფეისბუქგვერდი" Football's Greatest-ი კრისტიან ვიერის ცხოვრებიდან ფრაგმენტს გვთავაზობს:

"ავსტრალია 14 წლის ასაკში ორი ოცნებით დავტოვე: მეთამაშა სერია A-ში და მეტარებინა ,,აძურის" ფორმა. ჩემი გული გამალებით სცემდა, როცა ჩეზარე მალდინიმ, ჩემმა მეორე მამამ, ნაკრებში 21 წლისა მიხმო, სააბაზანოში შევდიოდი და ვტიროდი სიხარულისა და ბედნიერებისგან. საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვის პატივი - ჩემთვის ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. მზად ვიყავი ნაკრებისთვის სისხლი დამეღვარა. თითოეული მატჩის მერე გასახდელში ფიზიკურად განადგურებული ვბრუნდებოდი, სხვაგვარად არასდროს მითამაშია. ეს რომ ასე
არ ყოფილიყო, თავს კოვერჩიანოზე ფეხის შედგმის უფლებასაც კი არ მივცემდი.

რა ვიგრძენი, როცა კანავარომ მსოფლიო თასი თავს ზემოთ აღმართა? განადგურებული ვიყავი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ 9 გოლი გავიტანე მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიისთვის, ამ წყეულმა ტრავმამ კი ოცნება წამართვა. ცხადია, ამასთან ერთად უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი ამ ბიჭების, ჩემი თაობის ჩემპიონობით! ერთ-ერთი უდიადესი იტალიური საფეხბურთო თაობის დამსახურებული წარმატებით, რომელმაც 2006 წელს იმარჯვა და რომ არა ერთი ბნელი პერსონაჟი, იქნებ 2002-შიც მიგვეღწია მწვერვალისთვის. მანამდე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიც მოვიგეთ.

ცხადია, იმ ღამით ბერლინში ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ მე რაღაც მაინც არ მაძლევდა მოსვენებას".

წყარო: Football's Greatest

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლაციოში იყო ყველაზე მაგარი
იო
15:45 01-03-2023
0
ეგეთი მაგარი ცენტრფორვარდი მე არავინ არ ვიცი. გოლეადორი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავის იტალიური ქარიზმით. ბობოოო!!!
რეზი
20:45 31-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული