ნეაპოლელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი 63 წლის იტალიელი სპეციალისტი ლუჩანო სპალეტია, ქომაგებმა იგი განსაკუთრებულად შეიყვარეს.
რამდენიმე დღის წინ, სპალეტის ქუჩაში გულშემატკივრები დახვდნენ და ერთ-ერთმა ქომაგმა მას მიმართა: "ლუჩანო, ნომერ პირველი ხარ", "არა, მე ნომერ მესამე ვარ" - დაუბრუნა პასუხად სპალეტიმ და ავტოგრაფების დარიგება გააგრძელა.
შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო
ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
ლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
მოკრძალებული ლუჩანო სპალეტი - რა მანქანით მივიდა იტალიელი გუნდის ვახშამზე? [PHOTO]