ლობჟანიძის თანაგუნდელი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

AutoSharing Option
"ჰათაისპორის" ნახევარმცველი კრისტიან ატსუ, რომელიც მიწისძვრის შედეგად ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა, გადაარჩინეს.

A Bola-ს ცნობით, 31 წლის ატსუ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. განელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის პრობლემა აქვს და სუნთქვა უჭირს.

ჯერ კიდევ ნანგრევებშია კლუბის სპორტული დირექტორი თანერ სავუტი, ხოლო ფეხბურთელები ბურაკ ოკსიუზი, ბერგუტ ილდირიმი და კერიმ ალიჯი, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბის წევრები ეკრემ ეკშიოღლუ, ოსმან ატეში და მურატ ბელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამავე გუნდის ქართველი ლეგიონერის, საბა ლობჟანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ, "თურქეთის" ჩემპიონატის 22-ე ტურში, "ჰათაისპორმა" სახლში "ქასიმფაშას"
1:0 ატსუს მიერ 90+7-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა ამის დაკარგვა იქნებოდა? მარა მეკარე დაკარგესო უკვე, ტრენერს ისევ ეძებენ,
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 თებერვალი 2023 03:20
9
სამწუხაროდ, ჰათაისპორის მეკარე დაიღუპა - ნანგრევებში მკვდარი იპოვეს
fani
07 თებერვალი 2023 01:49
1
ამ ეტაპზე არ დადასტურდა მისი დაღუპვა, ნეტავ ცოცხალი გადარჩეს
სიმართლე
07 თებერვალი 2023 17:25
0
მალათიასფორის მეკარე იყო დაკარგული, ჰაიათას მეკარეზე არ ეწერა არაფერი.
საქართველო
07 თებერვალი 2023 05:35
0
მადლობა ღმერთს რომ გადარჩა, უფალო გადაარჩინე ადამიანები ვინც ახლა განსაცდელში არიან!
არტ
07 თებერვალი 2023 00:17
0

სიახლეები პოპულარული