ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - ლობჟანიძის თანაგუნდელი ნანგრევებიდან ჯერაც არ ამოუყვანიათ

AutoSharing Option
A Bola-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორის" ნახევარმცველი კრისტიან ატსუ ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც სამწუხაროდ, ტყუილი აღმოჩნდა.

Goal-მა კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ლუფტა სავას კომენტარი გამოაქვეყნა, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის" ჩემპიონატის 22-ე ტურში "ჰათაისპორმა" სახლში "ქასიმფაშას" 5 თებერვალს 1:0 ატსუს მიერ 90+7-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული