"ბარსელონას" შემტევი ანსუ ფატი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" მადრიდის "ატლეტიკოდან" იანიკ-ფერეირა კარასკოს დაიმატებს, "ლურჯ-ბროწეულისფერების" ხელმძღვანელობა იძულებული გახდება, ახალგაზრდა მოთამაშე გაასხვისოს.
შემტევის მიმართ დაინტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთქვამს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა "ბარსას" დატოვება თავად ფატის.
შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. ამ სეზონში ანსუმ "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
15:30 08-02-2023
ანსუ ფატი ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული