რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ანსუ ფატიმ ტრავმა მიიღო... თავდაპირველი დასკვნით, საქმე კვლავაც მძიმე დაზიანებასთან გვქონდა, თუმცა ყველაფერი ასე არ აღმოჩნდა.
თუ Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ამბავს დავეყრდნობით, მაშინ ესპანელი თინეიჯერი "ბლაუგრანას" 3 კვირის განმავლობაში დააკლდება.
შეგახსენებთ, ანსუმ "სელტასთან" (3:3) მარცხენა ბარძაყის კუნთის ბიცეფსის დაზიანება მიიღო.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით