"უბრალოდ, გავიხუმრეთ" - მესის ძმამ თავისი განცხადება განმარტა

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ძმამ, მატიასმა, განაცხადა, რომ მისი განცხადება "ბარსელონას" შესახებ ხუმრობა იყო.

"მინდა, სოციალურ ქსელში ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება განვმარტო. მე, ჩემი შვილი და მეგობრები უბრალოდ ვხუმრობდით.

როგორ შემიძლია ასეთი რამ ვიფიქრო ისეთ დიდ კლუბზე, როგორიც "ბარსელონა" და მისი ისტორიაა?! გუნდზე, რომელმაც ამდენი მოგვცა მეც და ლეოსაც?

ჩვენთვის კატალონია მეორე სახლია და ეს ყველამ იცის. ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით, "ბარსელონას" გულშემატკივრებს", - დაწერა მატიას მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მატიასის წინა განცხადება ასე ჟღერდა:

"კატალონიური "სპორტის"
სათაური მახსოვს: "მესი "ბარსელონაში" უნდა დაბრუნდეს". ჩვენ არ დავბრუნდებით, მაგრამ თუ დავბრუნდებით, მაგარ წმენდას მოვაწყობთ. კლუბის უმადურ პრეზიდენტ ლაპორტას მოვისვრით.

"ბარსელონა" ცნობილი მხოლოდ მესის წყალობით გახდა. ყველა "რეალზე" ლაპარაკობდა. ვისაც ბარსელონის ნახვის საშუალება გაქვთ, შეიხედეთ კლუბის მუზეუმში, ნახავთ, რომ ეს მესის მუზეუმია.

გულშემატკივრები ქუჩაში ლაპორტას გადაყენების და მესის დატოვების მოთხოვნით უნდა გამოსულიყვნენ. ესპანელები მოღალატეები არიან", - განაცხადა მატიას მესიმ Twitch-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარსა ყველაზე ძლიერ მიყვარდა მანამდე, ვიდრე კატალონიელებმა დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით გამოსვლები არ დაიწყეს. აი მანდ დასრულდა ჩემი ამ კლუბის მიმართ პატივისცემა. მასლაჩენკომ თქვა ერთხელ "ენ ტე ვე"-ს პირდაპირ ეთერში ბარსას მორიგი ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვისას, რომ ბარსა ძველი თბილისის დინამოს სტილში თამაშობს!...
დიდწილად მესის დამსახურებაა ბარსას წარმატებები, რადგან მანამდე ბარსას ერთჯერ ჰქონდა მოგებული ლიგა შორეულ 1991 წელს. ასე რომ დეტალები არ ვიცი თუ რატომ წავიდა მესი ბარსადან, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო კლუბის მხრიდან საუკეთესო არჩევანი და არამგონია მესის სდომოდა ბარსადა წასვლა. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
ლაშა
20:00 09-02-2023
3
ბარსა არც მესით დაწყებულა და არც მესით მთავრდება,კლუბმა მესის ოჯახს დიდი დახმარება გაუწია და ეს ერთი უმადური ღორი არ უნდა გააჩუმოს ოჯახის რომელიმე წევრმა?სათქმელი თუ ვინმესა აქვს ეს მესიმ უნდა თქვას,მსოფლიოზე არგენტინის მეკარემ რა ქნა,ეხლა ამის უმადურობა დავიჯერო ამ ქვეყანაში ესეთი ხეპრე ხალხიცხოვრობს?
ვარლამა ბიძია
17:07 09-02-2023
1

სიახლეები პოპულარული